ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17230557
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016007
გ-17. 17230557
24/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.139.016007
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17. 17230557

2023 წლის 24 თებერვალი

ქ.  ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის №01/349 წერილის შესაბამისად

1.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ზაზა ლორიას სახელობის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №1, №3);

2.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ზაზა ლორიას სახელობის ქუჩის I ჩიხი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №2, №3);

3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

5.  განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62).

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი