ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის III შესახვევის გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის III შესახვევის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016771
96
21/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.101.016771
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის III შესახვევის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 96

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის III შესახვევის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ვაკის რაიონში, კვესეთში, გაგრძელდეს ბეთანიის მონასტრის III შესახვევი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 საკრებულოს თავმჯდომარე     გიორგი ტყემალაძე