ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016769
94
21/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.101.016769
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 94

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  სამგორის რაიონში, გაგრძელდეს ალექსი შიუკაშვილის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე