ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევებისთვის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016768
93
21/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.101.016768
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევებისთვის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 93

2023 წლის 21 თებერვალი

ქ.  თბილისი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევებისთვის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს მიენიჭოს მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელი, ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე         გიორგი ტყემალაძე