ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016764
89
21/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.101.016764
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 89

 2023 წლის 21 თებერვალი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევს და მასთან არსებულ  ჩიხს მიენიჭოს მწერლის დემნა შენგელაიას  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე