ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016760
85
21/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.101.016760
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №85

 2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2.  ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3.  ნაძალადევის რაიონში, ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

4.  ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის შესახვევთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს გენერალ ნესტორ გარდაფხაძის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

6. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე