ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016759
84
21/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.101.016759
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 84

2023 წლი 21 თებერვალი

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევს და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ძმები სიმენსების ქუჩის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე