ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016756
81
21/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.101.016756
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

 

განკარგულება № 81

 

 

2023 წლის 21 თებერვალი

 

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 

 

1.  ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

 

 

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

 

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე