ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევისთვის ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევისთვის ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016753
78
21/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
000000000.00.101.016753
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევისთვის ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 7 8

2023 წლის 21 თებერვალი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევისთვის ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევს მიენიჭოს ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე