ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/01/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 07/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.292
  • Word
1/2004
06/01/2004
სსმ, 2, 07/01/2004
010.190.020.13.007.006.292
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.292

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 

დადგენილება №1/2004

2004 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო და საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

№59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის №101 აჟარის, №102 გენწვიშის, №103 ჩხალთას საარჩევნო უბნებში, არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღედ განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 12 იანვრისა, რომლის თარიღსაც უშუალოდ დაადგენს №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდგომ დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამისად, ცესკოს მიერ განხორციელდება აღნიშნულ საარჩევნო უბნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დადგენა და მათი გათვალისწინება არჩევნების საბოლოო შედეგებში. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვერ მოესწრო ამ საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის მოწოდება, ცესკო არჩევნების შედეგებს ადგენს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის თავმჯდომარე    

დ. ქიტოშვილი

კომისიის მდივანი