,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 10/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.001.097
  • Word
152
09/07/2008
სსმ, 98, 10/07/2008
010.220.020.10.003.001.097
,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი არველაძე – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ამირან ახალაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

გიგა ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი ეზუგბაია – შპს საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.“;

გ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს თ“, ი“ და კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

თ) საქართველოს საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;

კ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.“;

დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ“ ქვეპუნქტი:

დ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.“;

ე) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე