დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040030.35.104.016512 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2023 - 31/01/2024)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
მუხლი 1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მეტრი მიწის ნორმატიული ფასი/ შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: C n= | MG X | TL X C X K სადაც: ა) C n - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) |MG- არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) | TL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს/ რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/; დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K- არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. მუხლი 2. პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50 % ოდენობით / 4,44 ლარი/; გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით /4,80 ლარი/; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით /2,22 ლარი/; ე) ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სქურის უბანში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80% -ის ოდენობით /7,10 ლარი/. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები