დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დეკრეტირებული კონტიგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 07/01/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.006.290 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/01/2004 - 12/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.290
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №355/ნ
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სანიტარიული კოდექსის (სსმ III , №14, 2003 წელი, მუხ. 91) 34-ე მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ.ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) წესი (დანართი 1);
ბ) შტამპის ნიმუში პირად სანიტარიულ წიგნაკში დეკრეტირებული კონტინგენტის სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) შედეგების აღნიშვნისათვის (დანართი 2);
გ) დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) შედეგების რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი 3).
ა. გამყრელიძე
დანართი 1
დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) წესი
მუხლი 1
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის 34-ე მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ.ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. იგი განსაზღვრავს დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლების (პროფესიული ჰიგიენური მომზადების) და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) წესს, რომელთა ჰიგიენურ ცოდნასა და უნარ- ჩვევებზე, მათ მიერ სანიტარიული წესების დაცვაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
მუხლი 2
საქართველოს სანიტარიული კოდექსის შესაბამისად ჰიგიენური სწავლება და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარება სავალდებულოა დეკრეტირებული კონტინგენტისათვის სამუშაოზე მიღებამდე და შემდეგ 5 წელიწადში ერთხელ.
მუხლი 3
დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დიფერენცირებული ტიპური სასწავლო პროგრამებითა და მეთოდური მასალებით:
ა) დასწრებული ფორმით (8-16- საათიანი პროგრამები);
ბ) დაუსწრებელი ფორმით – დამოუკიდებელი მომზადება შესაბამისი სასწავლო პროგრამებითა და მეთოდური მასალების გამოყენებით.
მუხლი 4
ჰიგიენურ სწავლებას განახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობისა და სანიტარიული განათლების საქმიანობის ლიცენზიების მქონე სამედიცინო დაწესებულებასთან (სანიტარიული განათლების სახლი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები და სხვ.) შექმნილი დეკრეტირებული კონტინგენტის პროფესიული ჰიგიენური მომზადების მუდმივმოქმედი კურსები.
მუხლი 5
პროფესიული ჰიგიენური მომზადების მუდმივმოქმედ კურსებზე პედაგოგებად მოწვეულნი უნდა იყვნენ ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის დარგის მაღალკვალიფიცირებული, გამოცდილი სპეციალისტები.
მუხლი 6
ჰიგიენური სწავლება შესაძლებელია ჩატარდეს იმ ობიექტების ბაზაზე, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საკვები პროდუქციისა და სასმელი წყლის წარმოებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, რეალიზაციას, ბავშვების აღზრდასა და სწავლებას, მოსახლეობის კომუნალურ და საყოფაცხოვრებო მომსახურებას, თუ ამ ობიექტზე არსებობს შესაბამისი პირობები და შეირჩევა ერთგვარი პროფესიული ჯგუფები (ჯგუფში არანაკლებ 5-6 მსმენელისა).
მუხლი 7
ჯგუფების დაკომპლექტება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დიფერენცირებული ტიპური სასწავლო პროგრამების შესაბამისად და თითოეულ ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს.
მუხლი 8
მეცადინეობა ტარდება მსმენელების მიერ არჩეულ დროს (დღის ან საღამოს საათებში). სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისებისათვის მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთ დღეში არ უნდა აღემატებოდეს 4-5 საათს.
მუხლი 9
პროფესიული ჰიგიენური მომზადების კურსებზე მსმენელთა მონაწილეობის დოკუმენტირებისათვის გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმები: მსმენელთა დასწრების აღრიცხვის ფორმა, მსმენელთა სიის ფორმა.
მუხლი 10
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაწესებულება, რომლის ბაზაზე აკრედიტებულია პროფესიული ჰიგიენური მომზადების კურსები, ახორციელებს მსმენელთა ატესტაციას (სანიტარიული მინიმუმის ჩაბარება).
მუხლი 11
დეკრეტირებული კონტინგენტის საატესტაციო კომისია განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულნი უნდა იყვნენ პროფესიული კავშირის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის (წითელი ჯვარი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და/ან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები) წარმომადგენლები.
მუხლი 12
დეკრეტირებული კონტინგენტის ატესტაცია ტარდება ტესტური კონტროლის ფორმით. ტესტური კონტროლისათვის გამოიყენება დიფერენცირებული ტიპური სასწავლო პროგრამების გათვალისწინებით შედგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთახმებული ტესტ-კითხვარები.
მუხლი 13
ჰიგიენური სწავლებისათვის და სანიტარიული მინიმუმის ჩასაბარებლად მაძიებელმა დეკრეტირებული კონტინგენტის პროფესიული ჰიგიენური მომზადების მუდმივმოქმედ კურსებს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადი სანიტარიული წიგნაკი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 14
ატესტაციის დადებითი შედეგის შემთხვევაში მუშაკს მიეცემა პროფესიული ჰიგიენური სწავლების შესაბამისი სასწავლო პროგრამის გავლისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო მის პირად სანიტარიულ წიგნაკში ისმევა შტამპი (დანართი 2), რომელშიც კეთდება აღნიშვნა სპეციალობის მიხედვით პროფესიული ჰიგიენური მომზადების გავლისა და მომდევნო ატესტაციის ვადის შესახებ. წიგნაკში ჩანაწერი მოწმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით, რომლის ბაზაზე შექმნილია პროფესიული ჰიგიენური მომზადების კურსები.
მუხლი 15
ატესტაციის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში პირად სანიტარიულ წიგნაკში აღნიშვნა არ კეთდება და არაატესტირებულმა პირებმა განმეორებით უნდა გაიარონ პროფესიული ჰიგიენური მომზადება.
მუხლი 16
დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) აღრიცხვა წარმოებს „ დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) შედეგების რეგისტრაციის ჟურნალში” (დანართი 3).
დანართი 2
შტამპის ნიმუში პირად სანიტარიულ წიგნაკში დეკრეტირებული კონტინგენტის სანიტარიული მინიმუმის ჩაბარების (ატესტაციის) შედეგების აღნიშვნისათვის

დანართი 3
დეკრეტირებული კონტინგენტის ჰიგიენური სწავლებისა და სანიტარიული მინიმუმის
ჩაბარების (ატესტაციის) შედეგების რეგისტრაციის ჟურნალი
ჰიგიენური სწავლების სასწავლო პროგრამა --------------------------------------------------------
პროგრამის დასახელება
კონტინგენტის ჯგუფი ---------------------------------------------------------------
პროგრამის ხანგრძ ლივობა: საათებში -------- დღეებში --------
| №№ | განც - ხადების მიღების (რეგის - ტრაციის) თარიღი
| გვარი, სახელი | მისა - მართი | თანამ - დებობა (პრო - ფესია), სპეცი - ალობა | ობიექ - ტის დასა - ხელება შესრუ - ლებული საქმი - ანობის (მომსა - ხურების) სახეობის მითი - თებით | პროგრამის გავლის თარიღი | სწავლე-ბის ფორმა | ატეს - ტაციის ჩატარების თარიღი | ატეს - ტაციის შედეგი | შემდეგი ატეს - ტაციის თარიღი
| ატესტირე - ბულის ხელის - მოწერა | |
| დაწყება | დამთავ - რება | |||||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები