,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016508
6
24/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010260020.35.104.016508
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2022 წ, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016481) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შიდა აუდიტის სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია