,, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016509
7
24/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010250050.35.104.016509
,, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2022 წ, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.104.016478) და  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ)  კადრების აღრიცხვას, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) მართვას და ადმინისტრირებას, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების წარმოებას (ელექტრონული და მატერიალური ვერსიები), მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადების კოორდინაციას და მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია