დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016417 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2023 - 30/03/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
ადგილობრივი მოსაკრებლები |
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: |
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. |
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; |
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
1.
მოსაკრებლის გადამხდელია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. |
2.
დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. |
მუხლი 3.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის |
1.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. |
2.
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვრება 1 ლარით. |
3.
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 40 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარიის ოდენობით. |
4.
საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას. |
მუხლი 4.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის |
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: |
ა)
ერთ სულ მოსახლეზე - თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. |
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დანართის შესაბამისად. |
მუხლი 5.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: |
ა)
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; |
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; |
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; |
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. |
2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. |
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
4.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით. |
5.
ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: |
ა)
მოსაკრებლის გადამხდელი; |
ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; |
გ)
გადასახდელი თანხა; |
დ)
გადახდის ვადა. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისთვის |
მოსაკრებლის გადახდევინებაზე მონიტორინგი და კონტროლი ევალება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს. |
მუხლი 8.
დასკვნითი დებულებები |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილება. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის რაოდენობა
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები