„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 24/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016510
8
24/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010260020.35.104.016510
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/01/2023 წ, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016503)  და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) 1-ლი მუხლის:

 ა.ა)1-ლი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი  თანხის ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;“.

ა.ბ) 1-ლ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ  პაციენტის სტაციონარული მომსახურების ერთჯერადი ღირებულების  თანხა სცდება საყოველთაო დაზღვევის წლიურ ლიმიტს, ანაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 25%, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.“;

ბ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამის ბენეფიციარები არიან იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები (გაფანტული სკლეროზი, სირინგომიელია, მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, სისტემური სკლეროდერმია, აუტოიმუნური ჰეპატიტი, რეტის სინდრომი,  სისტემური წითელი მგლურა, ლეიკემია-ლეიკოზი, პარკინსონის  დაავადება, ცელიაკია,  ფენილკეტონურია), რომლებიც მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.“

გ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა (საგარანტიო წერილის შემთხვევაში)  ან სამედიცინო მომსახურების გადახდის  ქვითარი ანგარიშფაქტურასთან ერთად (პაციენტის ოჯახის მიერ თანხის გადახდის შემთხვევაში);“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, ან ამ მუხლით დადგენილი წესით ანაზღაურდება უკვე გაწეული სამედიცინო მომსახურეობა. თანხის ჩარიცხა განხორციელდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან მომსახურების მიმღების ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე;“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარზე გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობა, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობით, აღემატება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარების თანხის ზღვრულ ოდენობას, მუნიციპალიტეტის  მერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს  ბენეფიციარზე გასაცემ თანხას  200- დან 1000- ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში  ამ პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის 15%-ის ფარგლებში;

  დ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებულ დაფინასებას, როგორც წესი, ექვემდებარება წინა საბიუჯეტო წლის დეკემბრის თვეში ან/და მ/წლის 1 იანვრიდან დამდგარი ფაქტი. ამ პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვებაზე საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს „სოციალური კომისია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 24 თებერვლიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია