დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.142.016309 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2023 - 25/12/2023)
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილის ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილება www.matsne.gov.ge (03/02/2015, 190040000.35.142.016109). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობას და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა |
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული ხარჯი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურდება საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას. 3. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებია: ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობა, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით; ბ) მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, რაც დადასტურებული იქნება საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით; გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულება; დ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიცირება; ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა. 4. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემთხვევაში საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირისა) ვალდებულია ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია (შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა) ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, დასწრების ფაქტობრივი მონაცემების, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილის ფორმას და წერილობით წარუდგენს (მოხსენებითი ბარათი) საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველი თვის არაუგვიანეს 22 რიცხვისა.
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერიას. 3. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მეოთხე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. |
დანართი №2
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილი |
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
საკრებულოს აპარატის უფროსი: / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები