დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016500 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20218 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018) და
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ 3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით; უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;“ ბ) „ბ.დ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი: „ბ.ე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;“ 4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა; გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება; ი) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 141-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა. 5. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები