„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016499
6
24/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010260000.35.139.016499
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260000.35.139.016401, 17/03/2021) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება“-ის

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა, მისი მოვლა-პატრონობა (მათ შორის -კვება), სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშება, ასევე  სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიის გარდა);

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასამართლოში წარდგენა.   

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე (რეკლამა, აბრა, აკუსტიკური ხმაური, გარე ვაჭრობა და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანება) და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დარღვევებზე მუნიციპალიტეტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მონიტორინგის წარმოება (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე);“

ბ)  ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წინამდებარე მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში მითითებული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების მიღება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოსთვის წარდგენა, გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე);“

გ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირება მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი