დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის N39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016465 |
|
„ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა : |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის №39 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge, 01/08/2022 წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016444) და
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ”. ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდისა და პარკირების რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“ გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. 1. ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში საპარკინგე ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის და პარკირების წესების დარღვევისათვის, ასევე პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის გადახდის ვალდებულება განისაზღვროს 2023 წლის 01 აგვისტოდან. 2. 2023 წლის 01 აგვისტომდე ტყიბულის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მოსახლეობის საჯარო ინფორმირება ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებებით აღნიშნული დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორცილების შესახებ. 3. 2023 წლის 01 აგვისტომდე განხორციელდეს ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საპარკინგე ადგილების ორგანიზება/მოწყობა, საგზაო და საინფორმაციო ნიშნების განთავსება. 4. 2023 წლის 01 აგვისტომდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის შემუშავება და დამტკიცება. 5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის 01 აგვისტომდე შეიმუშაოს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობები.“ დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. დამტკიცდეს ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე ადგილები დანართი №2-ის შესაბამისად.“ ე) დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდისა და პარკირების რეგულირების წესი” ვ) დანართი №1-ის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1.ზოგადი დებულებანი და რეგულირების სფერო 1. ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდისა და პარკირების რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით. ზ) დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი და რეგულირების სფერო 5. წესი, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებებზე.“ თ) დანართი №1-ის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ტერმინთა განმარტება „შ) ტაქსი - დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.” ი) ამოღებული იქნას დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი. კ) დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით. 3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნეს: ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის; ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები; გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები; დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია. 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისას, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) ქალაქის განვითარების ინტერესები; ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; გ) სატრანსპორტო ნაკადი; დ) ქუჩების გამტარუნარიანობა; ე) საგზაო მოძრაობის წესები; ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა; თ) ეკოლოგიური მდგომარეობა; ი) საზოგადოების სხვა ინტერესები. 5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის. 7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით. 8. ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით. 9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 10. იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობისათვის (მათ შორის ავტომანქანიდან ნებისმიერი პროდუქციის რეალიზება). 11. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, თუ საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილია „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით. 12. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა, ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად, აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“ საცნობარო ნიშნით. 13. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან. 14. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ. 15. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე მინიმუმ ერთი ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით. 16. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობარო ნიშანი. 17. იმ ავტომანქანებისათვის, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება. 18. ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად. 19. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, გამოყენებული იქნას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის) სისტემების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ხაზოვანი ნაგებობების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.” ლ) დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პარკირების მართვა პარკირების სფეროს მართვა ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით“ მ) დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. პარკირების საფასურის, პარკირების წესების დარღვევისა და პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა ხორციელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში შემდეგ სახაზინო კოდზე: 300273282.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები