ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016429
09
24/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
010250020.35.144.016429
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №09

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  17 ივლისის №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/07/2014 010250020.35.144.016148):

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ. ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს საკრებულოზე დასამტკიცებლად კომისიის დებულებას.’’

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ. წელიწადში ერთხელ, საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე