ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/10/1708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016793
1/10/1708
22/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.000.016793
ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/10/1708

 2023 წლის 22 თებერვალი

. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

 ვასილ როინიშვილიკოლეგიის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი .

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე .

საქმის დასახელება : ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი :დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და 11 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ და მე -3 პუნქტებთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1708) მომართა ზვიად დევდარიანმა . №1708 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 30 მაისს . №1708 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს .

2. №1708 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ; 59- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები და მე -60 მუხლის პირველი პუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს , რომ ნებისმიერ პირს , რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს , უფლება აქვს , სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის /დაწესებულების წინააღმდეგ , რომელმაც , მისი ვარაუდით , მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან /და მატერიალური ზიანის ანაზღაურება . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , ნებისმიერ პირს , რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს , უფლება აქვს , სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის /დაწესებულების წინააღმდეგ , რომელმაც , მისი ვარაუდით , მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა . სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის , სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა . ამავე მუხლის 11 ნაწილი კი აწესებს საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციას , საქართველოს კანონმდებლობით , მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას , როგორც მოსარჩელემ , ამ კოდექსის შესაბამისად , სარჩელით მიმართოს სასამართლოს , თუკი იურიდიულმა პირმა , სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა , პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები , რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს . თავის მხრივ , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტი ადგენს იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს , რომელთა მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის (გარდა მესამე თავისა ) მოქმედება . ამავე მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტი ერთ -ერთ ასეთ სახელმწიფო ორგანოდ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველს .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას . საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოსადმი მიმართვის , საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას , ხოლო ამავე მუხლის მე -3 პუნქტი ადგენს , რომდაცვის უფლება გარანტირებულია . ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით , აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშიწარმომადგენლის მეშვეობით . ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით “.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , 2018 წლის პირველ ნოემბერსდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე , საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიცა რეკომენდაცია №13/13851, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი . მოსარჩელე მიუთითებს , რომ სადავო ნორმები მას უკრძალავს ზემოაღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას , რაც , ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას (მხედველობაშიადისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტი , ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და 11 ნაწილები ) ხოლო , მეორე მხრივ , არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტს (მხედველობაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტი ).

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში პრობლემურიადისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს , რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ და გამორიცხავს ამ შესაძლებლობით სარგებლობისგან დამრღვევად მიჩნეულ პირს . დამატებით , სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში მოსარჩელეს პრობლემურად ესახება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც სახალხო დამცველს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს იმ პირობებში , როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა . მოსარჩელის მითითებით , აღნიშნული განაპირობებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტს .

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ და მე -3 პუნქტებთან მიმართებით წინააღმდეგობის თაობაზე მოსარჩელის განმარტებით , მიუხედავად იმისა , რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია , კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე . კერძოდ , „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -6 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად , დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით , საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია , „როგორც დაინტერესებულმა პირმა , საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება , თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები , რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს “. აღნიშნულიდან გამომდინარე , კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით , სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია გავლენას ახდენს მის უფლებრივ მდგომარეობაზე .

8. მოსარჩელის მითითებით , გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა , სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პირს , სამოქალაქო დავის ფარგლებში , შეუძლია აღნიშნული აქტის გამოყენება დისკრიმინაციის ჩამდენად მიჩნეული პირის წინააღმდეგ . შესაბამისად , ამ თვალსაზრისით , რეკომენდაციას პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი გააჩნია , რაც თვალსაჩინოს ხდის იმ გარემოებას , რომ მოსარჩელის უფლებების ეფექტიანად დასაცავად აუცილებელია , არსებობდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა .

9. მოსარჩელე განმარტავს , რომ სახალხო დამცველი ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულიადმინისტრაციული ორგანოსცნებაში , ასევესაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრულსახაზინო (საბიუჯეტო ) დაწესებულებისცნებაში . შესაბამისად , საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს და მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს , რისი შესაძლებლობაც მას ჩამორთმეული აქვს სადავო ნორმის საფუძველზე . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ და მე -3 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი .

10. მოსარჩელე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე .

 II
სამოტივაციო ნაწილი

1.კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს . მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი , რომლებიც , მისი აზრით , ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოთხოვნა . კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში , საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე , უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე . ამასთანავე , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიშალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ამავე დროს , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე ვალდებულია , დაასაბუთოს , რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა , რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს . წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. მოსარჩელე , მათ შორის , ითხოვს , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილიდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი . კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით , დასახელებული სადავო ნორმები , მათი მოქმედების პირობებში , იმ პირებს აღჭურავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით , რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ , ხოლო დამრღვევად მიჩნეულ პირს ამგვარ შესაძლებლობას არ აძლევს . შესაბამისად , მოსარჩელის აზრით , მართალია , ზემოხსენებული სადავო ნორმა იმ პირებისთვის , რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ , უფლებააღმჭურველია , თუმცა მას იმავდროულად გააჩნია ისეთი მზღუდავი ნორმატიული შინაარსიც , რომელიც დამრღვევად მიჩნეულ პირს გამორიცხავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრიდან , რაც ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას .

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი პირთა გარკვეული კატეგორიისთვის , რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ , ადგენს შესაძლებლობას , რომ მიმართონ სასამართლოს მათი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების დასაცავად , მათ შორის , მოითხოვონ მატერიალური ან /და მორალური ზიანის ანაზღაურება . გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული წესი შეეხება მხოლოდ განსაზღვრულ სუბიექტებსმათ , ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და მათ მიმართ შემოსაზღვრავს ნორმატიული მოქმედების ფარგლებს . ხსენებულ ნორმებს არ გააჩნია არავითარი მიმართება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევი პირის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრასთან . დასახელებული ნორმები არ შეიცავს რაიმე ხელშესახებ შინაარსს , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლებოდა , ჩაეთვალა მოსარჩელის სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობის შეზღუდვად . თავისთავად ის ფაქტი , რომ საკანონმდებლო მოწესრიგება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო მსხვერპლს რაიმე უფლებით /შესაძლებლობით აღჭურავს , არ იძლევა კონსტიტუციურად დასაბუთებულ საფუძველს , რომ ამ მოწესრიგებიდან ამოკითხვადი იყოს იმავე კატეგორიის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევის უფლების მზღუდავი შინაარსი . გარდა აღნიშნულისა , ისიც მხედველობაშია მისაღები , რომ , ზოგადად , სასამართლოს მოსარჩელის სტატუსით მიმართავს პირი /ორგანიზაცია , რომელსაც ნაგულვები აქვს საკუთარი უფლებების თუ კანონიერი ინტერესის შესაძლო დარღვევა . ასეთ დროს , სავარაუდო მოპასუხის უფლება სასამართლოში უზრუნველყოფილია მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობით , მათ შორის , შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობით . მოსარჩელე კი , კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე , ფაქტობრივად , იმას მოითხოვს , რომ მას , როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით სავარაუდო დისკრიმინაციული დარღვევის ჩამდენს , დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მსგავსად , ჰქონდეს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება და , სწორედ ამ თვალსაზრისით , ასაბუთებს დასახელებული სადავო ნორმებიდან მომდინარე შესაძლო დიფერენცირებულ მოპყრობას , ანიჭებს რა მათ იმგვარ ნორმატიულ შინაარსს , რომელიც , რეალურად , ზემოხსენებულ გასაჩივრებულ რეგულაციებს არ გააჩნია . ამდენად , აშკარაა , რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას .

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხებადისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

5. მოსარჩელე , №1708 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში , ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელის პოზიციით , დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს იმ პირობებში , როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა . კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს , რომ გასაჩივრებული რეგულაციის ამ შინაარსით მოქმედების პირობებში ირღვევა სამართლის წინაშე მისი თანასწორობის უფლება .

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნილი იურისპრუდენციის თანახმად , საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულიკანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს , ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად , ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას . მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება , რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს , ხოლო უთანასწოროებს პირიქით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ “, II-2). თავის მხრივ , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია , დაასაბუთოს , რომ სადავო ნორმა მას , სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით , დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით , ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14).

7. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ ხსენებული სადავო ნორმა ადგენს საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში , ისევე , როგორც გარკვეული წინაპირობების არსებობისას , როდესაც შესაბამისი სუბიექტი /ორგანიზაცია არ პასუხობს ან /და არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არსებულ დისკრიმინაციულ დარღვევებთან დაკავშირებით , მან , როგორც სათანადო მოსარჩელემ , მიმართოს სასამართლოს . გასაჩივრებული რეგულაცია შემოიფარგლება სახალხო დამცველისათვის კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭებით და იგი საერთოდ არ არეგულირებს დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ პირთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს , მით უფრო , მისგან ამოკითხვადი არ არის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც დამრღვევ სუბიექტს უზღუდავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობას . ამასთან , მოსარჩელეს , კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში , არ დაუსაბუთებია , რომ ზემოხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე , მას , არსებითად თანასწორი პირებისგან განსხვავებით , არ ეძლევა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა . კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა ამ ნაწილში მთლიანად აგებულია იმის მტკიცებაზე , რომ სადავო ნორმა სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს იმ პირობებში , როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა . თუმცა გაუგებარია , აღნიშნული ნორმატიული შინაარსის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი , რა თვალსაზრისით ეწინააღმდეგება იგი საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტს , განსაკუთრებით იმის ფონზე , რომ მოსარჩელე საერთოდ არ გამოყოფს შესადარებელ პირთა წრეს , რომელთან მიმართებითაც იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფება . უნდა აღინიშნოს , რომ ამ კონტექსტში , კონსტიტუციის მე -11 მუხლთან მიმართება მაშინ იქნებოდა ლოგიკურად რელევანტური , თუკი სახეზე იქნებოდა ანალოგიურ ან მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა . მოცემულ შემთხვევაში კი , საქმე საერთოდ არ შეეხება პირთა გარკვეული ჯგუფებისადმი განსხვავებულ მოპყრობას . მათ შორის , ნორმა არ ითვალისწინებს , რომ სადავო ნორმის საფუძველზე , სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მონაწილე მხარეს (მსხვერპლს ) გააჩნია სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების უფლება , ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ავტორს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს , რომლებიც დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ სუბიექტებად არიან მიჩნეული , არ გააჩნიათ . კიდევაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში , რომ დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენი და სავარაუდო მსხვერპლი , საზოგადოდ , განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან , მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ისაა , რომ სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობას არ ითვალისწინებს . სადავო რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებს პირთა რომელიმე იდენტიფიცირებადი წრის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკითხებს . ამდენად , აშკარაა , რომ მოსარჩელეს არასწორად ესმის გასაჩივრებული სადავო ნორმის შინაარსი და მას ანიჭებს ისეთ შინაარსობრივ დატვირთვას , რომელიც რეალურად არ გააჩნია .

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

9. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . გასაჩივრებული რეგულაციით განისაზღვრება , რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს იმ სახელმწიფო ორგანოს , რომლის საქმიანობაზეც არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება , გარდა ამავე კოდექსის მესამე თავისა (ინფორმაციის თავისუფლება ). მოსარჩელის მითითებით , სადავო ნორმა ართმევს შესაძლებლობას , სასამართლოში გაასაჩივროს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის მიმართ გამოცემული რეკომენდაცია , რაც წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას .

10. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „სამართლიანი სასამართლოს უფლება , პირველ რიგში , ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების ) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას , რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14).

11. ამგვარად , პირის უფლება , მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება , დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით . ამავე დროს , ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც . შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლით დაცული შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად , მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე , რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას , მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად . ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში , პირს შესაძლებლობა აქვს , საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე , მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად .

12. ამასთან , საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომ სადავო ნორმის კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან რელევანტური მიმართების წარმოსაჩენად , აუცილებელია მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული რეგულაციის შინაარსის სწორად აღქმა . სასამართლო უფლებამოსილია , იმსჯელოს და შეაფასოს ნორმატიული აქტის მხოლოდ რეალური შინაარსის კონსტიტუციურობა . შესაბამისად , აუცილებელია მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს გასაჩივრებული ნორმის შინაარსს . იგი ვალდებულია , სასამართლოს დაანახოს და დაუსაბუთოს , რომ მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მითითებული შეზღუდვა სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს , რაც განაპირობებს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან მიმართებით შეფასებას .

13. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანს და არსს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირება , რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა არ წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით . ამავდროულად , მას არ გააჩნია რაიმე სხვა , მით უფრო , გარკვეული სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ამკრძალავი ხასიათი . ამ ნორმით არათუ არ არის მოწესრიგებული სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების წესი , არამედ უფრო მეტიც , ნორმა სწორედ ამ საკითხებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების მიღმა ტოვებს . ის გარემოება , რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები , თავისთავად , ვერ გამოიწვევს მოსარჩელისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას (იხ . mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3).

14. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს , რომ სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს სახალხო დამცველის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს . ცხადია , საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს სათანადო საპროცესო მექანიზმების შექმნას , თუმცა აღნიშნული ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს , თუ მოსარჩელეზე რომელი კანონი გავრცელდეს ან არ გავრცელდეს . კონსტიტუციური უფლების ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით , მნიშვნელობა არ ენიჭება იმას , თუ რომელი კანონის ფარგლებში მოხდება მისი რეგლამენტირება . მოსარჩელე შეიძლება უთითებდეს სახალხო დამცველის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრების წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციასთან შინაარსობრივ შეუსაბამობაზე და არა იმაზე , თუ რომელი კანონით უნდა წესრიგდებოდეს ესა თუ ის ურთიერთობა . შესაბამისად , ის ფაქტი , რომ კანონის დებულებები რომელიმე ურთიერთობაზე არ ვრცელდება , საერთოდ არ მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე . ამდენად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტს არ გააჩნია მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების მზღუდავი ხასიათი , სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება კი ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმისა და მისგან მომდინარე შესაძლო უფლების შემზღუდველი შინაარსის არასწორ აღქმას .

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

16. მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტს საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის პირველ და მე -2 წინადადებებთან მიმართებით . საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესი გარანტირებულად აცხადებს დაცვის უფლებას , პირის შესაძლებლობას , სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის ) მეშვეობით . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და , ზოგადად , გულისხმობს პირის შესაძლებლობას , დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებივახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2). ამასთან , აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე , არამედ , ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავით -მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-56).

17. როგორც უკვე აღინიშნა , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად , ამავე კოდექსის მოქმედება (გარდა მესამე თავისა ) არ ვრცელდება , მათ შორის , საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე . სადავოდ გამხდარი ნორმა არ ადგენს წესს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განხილვაში პირის მონაწილეობის ან /და თავის დაცვის შესახებ . შესაბამისად , დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია , რომლის თანახმად , ხსენებული სადავო ნორმები მას ართმევს დაცვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას . გარდა აღნიშნულისა , კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ , თუ რატომ იწვევს სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის პირველი და მე -2 წინადადებებით განმტკიცებული დაცვის უფლების დარღვევას . მოსარჩელის მითითებით , მისთვის პრობლემურია , რომ სადავო რეგულაციის საფუძველზე , მას არ ეძლევა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა , ვინაიდან ხსენებული ნორმა გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გავრცელებას სახალხო დამცველის საქმიანობაზე , თუმცა მას არ დაუსაბუთებია არც ის , თუ რატომ მომდინარეობს მის მიერ დასახელებული პრობლემა სადავოდ მიჩნეული რეგულაციიდან და არც ის , თუ რატომ და რა ასპექტში ზღუდავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტი კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას .

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის პირველ და მე -2 წინადადებებთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

19. №1708 კონსტიტუციური სარჩელით , მათ შორის , სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის მე -3 წინადადებასთან მიმართებით . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „დასახელებული კონსტიტუციური დებულებითადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება , ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად , დაშინების , შეფერხების , შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს , მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე , მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია . ამ თვალსაზრისით , სახელმწიფო ვალდებულია , ერთი მხრივ , თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში , ხოლო , მეორე მხრივ , მას , როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს , შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები , რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად “. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზელაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-29). თავის მხრივ , „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კონსტიტუციური უზრუნველყოფა , საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , გულისხმობს არა ინდივიდუალური ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას , არამედ ადვოკატთა კორპუსის /ერთობის კოლექტიურ უფლებას , შექმნან დამოუკიდებელი ინსტიტუცია , რომელიც სახელმწიფოსაგან ჩარევის , მისი დიქტატის გარეშე გადაწყვეტს ადვოკატის პროფესიასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს “ [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზელაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-31).

20. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება იმ მოცემულობის დეკლარირებით , რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება (გარდა მესამე თავისა ) საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე . გასაჩივრებული რეგულაცია საერთოდ არ ეხება როგორც ადვოკატის ინდივიდუალური , ასევე ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს . დამატებით , ამ ნაწილში , სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის წარმოსაჩენად , მხედველობაშია მისაღები ისიც , რომ მოსარჩელეს , კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი თუ მოსაზრება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის მე -3 წინადადებასთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე .

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -3 პუნქტის მე -3 წინადადებასთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტითა და 31მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -7, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო :

 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1708 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

 გიორგი კვერენჩხილაძე