„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016025
48
28/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
240140000.41.046.016025
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №48

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45  ბრძანებით დამტკიცებული „საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარების ფორმა და წესი

1. სააგენტო  წერილს ან/და გადაწყვეტილებას ადრესატს უგზავნის ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული მიწოდების სხვა მეთოდით, რაც მიტანის დადასტურების საშუალებას იძლევა. წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება შესაძლებელია სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაშიც. ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით ან სხვა მეთოდით გაგზავნილი წერილი ან/და გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

2. თუ წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება პირველ მცდელობაზე შეუძლებელია, ის ადრესატს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.

3. თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

4. თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წერილის გაგზავნიდან 30 კალენდარულ დღეში ადრესატს წერილი ვერ ჩაჰბარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე