დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.130.016461 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 07/12/2021წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.130.016406) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის მე-60 მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის სამუშაო გეგმის პროექტს;“. ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, შეიმუშავებს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;“. გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმების წარდგენას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად უზრუნველყოფს საკრებულოს ბიურო.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის დღის წესრიგთან ერთად შეიმუშავებს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები