დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 31/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.282 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.282
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №62/2003
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა სიის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 2 იანვრის 18 საათისა.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი ქიტოშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები