„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016366
3
23/02/2023
ვებგვერდი, 24/02/2023
010260020.35.118.016366
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2023 წლის 23 თებერვალი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №39 (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016363) დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 4. მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი / გასავლის ზედდებული შესაბამისი აფთიაქიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.“.

2.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით   დახმარება

1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:

ა) სამშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;

ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 300 ლარი;

გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 350 ლარი;

დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 400 ლარი.

2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ  ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.

3. ოჯახებს,  რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი,

 ერთჯერადი დახმარება მიეცემათ  400  ლარის ოდენობით.

4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო - საშობაოდ გაიცემა 150 ლარი.

5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში.

6. ოჯახებს, რომლებსაც 2022 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის     ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.

7. 18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი ) დედებს, 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით  გადაეცემა სასურსათო პაკეტი / კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში:

ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა  ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის  საფუძველზე;

ბ)  სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.“.

3.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ხანდაზმულთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ     მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის)  500 ლარის ოდენობით.

2. 95 და მეტი ასაკის მოქალაქეებზე საახალწლო - საშობაოდ გაიცემა 150 ლარი;

3. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი   უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

 გ) საბანკო ანგარიში.

4. 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  გადაეცემა სასურსათო პაკეტი / კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში:

ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა  ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის  საფუძველზე;

ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.“.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება

1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული   ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული   ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ  პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით:

ა) საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;

ბ)  საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით;

გ) სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი;

დ) თითოეულ ოჯახზე გაიცემა საახალწლო - საშობაოდ  150 ლარი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა  მოხდება მერიის  შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

3. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული   ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული   ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ  პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში:

ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა  ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის  საფუძველზე;

ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი