,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის N024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის N024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 28/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016109
003
28/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
110060000.70.082.016109
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის N024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №003

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


მუხლი 1
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №024 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016036) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამმართველოს თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,, 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. სამმართველო უფროსის მოადგილე:

ა) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

ბ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) სამმართველოს უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) აკონტროლებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის, სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებას;

ვ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე