დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 29/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.010.000.11.117.006.278 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.278
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №631
2003 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 წ., №88, მუხ.797) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”,
2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით:”,
3. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს”.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის”.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების გადაწვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე თავმჯდომარის ბრძანებებს”.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები