დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბერი N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016157 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №4 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს; ბ) ბრძანების დანართი №5-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.“; გ) ბრძანების დანართი №5-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები