„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023905
72
21/02/2023
ვებგვერდი, 21/02/2023
470230000.10.003.023905
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების 31 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

მუხლი 32

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.

3. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან:

ა) შეინარჩუნონ ყველა ის სერვისი, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას;

ბ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა, ობიექტური აუცილებლობისას, სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულზე უარი/ მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების სტატუსის შეჩერებას ყველა კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სერვისის მიწოდებაზე სელექტიურად უარის შემთხვევაში, დაწესებულება ექვემდებარება პროგრამის ყველა კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალ მიმწოდებლად არ განიხილება პროგრამაში მიმწოდებლის სტატუსშეჩერებული დაწესებულებები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის პირობები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია პროგრამის ფარგლებში ან სურვილი აქვს, მოიპოვოს პროგრამის კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე-მე-60 პუნქტები:

„59. დადგენილების 32 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

60. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 59-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1.13 დანართი („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“):

ა) პირველი პუნქტის („მომსახურების მოცულობა“) ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ცხრილი №1

 

რეაბილიტაციის ღონისძიებები/ჩარევები

 

1

ინტერდისციპლინური გუნდური შეფასება, სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზნების დასახვა, საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური  გეგმის შედგენა

2

ექიმის მეთვალყურეობა/ზედამხედველობა

3

ოკუპაციური თერაპია

4

ფიზიკური თერაპია

5

ფიზიკური თერაპია წყალში

6

ბენეფიციარისა და ოჯახის წევრების განათლება

7

ფსიქოთერაპია/ფსიქოლოგიური კორექცია

8

მეტყველების თერაპია (ბგერათწარმოთქმა, საკვების მიღების, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესების დასწავლა და კორექცია, საჭიროების  შემთხვევაში, კომუნიკაციის ალტერნატიული გზების შერჩევა და სწავლა)

9

დამხმარე (ადაპტაციური) საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენების სწავლება

10

სამკურნალო მასაჟი (ლიმფოდრენაჟი).“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მოსარგებლეები და თანაგადახდის პირობები

ა) მოსარგებლეები არიან:

ა.ა) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად განსაზღვრული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები (მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევის მქონეც), ასევე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობენ 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან;

ა.ბ) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები სარგებლობენ 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან; 

ა.გ) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები (ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული და ზომიერად გამოხატული საქართველოს მოქალაქე შშმ პირები) სარგებლობენ 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან; 

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ერთდროულად მიეკუთვნება ზემოთ აღნიშნულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ სერვისის მიწოდება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული მეტი თანაგადახდის პროცენტის მქონე კატეგორიის შესაბამისად.“;

გ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

 ა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის ღირებულების შესაბამისად:

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისა და თავის ტვინის  ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 4177 ლარს, ხოლო ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 5031 ლარს;

ბ)  ამ დანართის მე-5 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ დანიშნული მანიპულაციების რაოდენობისა და ფაქტობრივად ჩატარებული მანიპულაციების რაოდენობის ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით მოთხოვნილი თანხა ანაზღაურდება შემდეგნაირად:

თუ შესრულდება დანიშნული მანიპულაციების 50% (სრული კურსის არჩატარების მიზეზი დასაბუთებული უნდა იყოს, როგორც პაციენტის ისტორიაში, ასევე რეაბილიტაციის კურსის დასრულებისას გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა-ში) −  ანაზღაურდება შემთხვევის ღირებულების 50%; 

თუ შესრულდება დანიშნული მანიპულაციების 50%-ზე ნაკლები (მათ შორის,  პაციენტის მიზეზით გაცდენის შემთხვევაშიც) − მომსახურება არ ანაზღაურდება. დანიშნული მანიპულაციების 50%-ზე მეტის შესრულების შემთხვევაში − ანაზღაურდება შემთხვევის ღირებულების 100%.“;

დ)  მე-5 პუნქტის:

დ.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) რეაბილიტაციის კურსში მოსარგებლის ჩართვის საკითხი განიხილება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე (შემდგომში − კომისია), რომელიც შეიქმნება განმახორციელებლის მიერ;

ბ.გ.ა) კომისია განიხილავს პაციენტის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ დოკუმენტაციას (განცხადება; პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა; ასევე ინტერდისციპლინური გუნდური შეფასებით შედგენილი ინდივიდუალური  გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ.ბ) კომისიის გადაწყვეტილება ფიქსირდება დასკვნაში (დასკვნის ფორმა მტკიცდება განმახორციელებლის მიერ);

ბ.გ.გ) კომისიის დასკვნა გადაეგზავნება მოსარგებლეს, კომისიის საქმიანობის დადგენილი წესის შესაბამისად.“;

დ. ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიმწოდებელი ვალდებულია:

გ.ა) რეაბილიტაციის კურსის დაწყებამდე მოითხოვოს მოსარგებლისგან კომისიის დასკვნა და იხელმძღვანელოს ამ დასკვნით. ამასთან, რეაბილიტაციის პროცესში მიმწოდებელს აქვს უფლება, კორექტირება შეიტანოს კომისიის დასკვნაში გაწერილი მანიპულაციების ჩამონათვალსა და რაოდენობებში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი წერილობით მიმართავს კომისიას, რომელიც განიხილავს და აცნობებს გადაწყვეტილებას;

გ.ბ) რეაბილიტაციის კურსის დასრულებისას გასცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც დაფიქსირებული იქნება რეაბილიტაციის კურსის დაწყებისას და დასრულებისას პაციენტის ფუნქციური მდგომარეობა (შეფასებული FIM-ის ქულებით), ჩატარებული ღონისძიებების/ჩარევების ჩამონათვალი და რაოდენობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი