აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/59
20/02/2023
ვებგვერდი, 22/02/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/59

2023 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 31 აგვისტოს №01/2600, 21 ნოემბრის №01/3210, 19 დეკემბრის №01/3470 და №01/3472 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი).
პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ხიდმშენი 99“-ს (ს/ნ 236053131) შორის 2022 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №106-22 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT220012248). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთი იწყება საავტომობილო გზა 22-ზე (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი), საჩხერიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 1.5 კმ-ზე. საპროექტო გზა ჰორიზონტალური მიმართულებით მიჰყვება არსებულ გზას, რომელიც 3-5 მეტრი სიგანის მოხრეშილი გზაა. აღნიშნული წერტილიდან მარშრუტი იყოფა ორად, არსებული გზის მიმართულებით და მარცხნივ, სახლებსა და სოფელ სარეკზე შემოვლითი გზით. ამ ნაწილში გამოყენებული ჰორიზონტალური მრუდების რადიუსები 75 მეტრიდან 270 მეტრამდეა. კმ 2+000, მარშრუტი გადის სასაფლაოზე ჩრდილოეთის მხრიდან და კვეთს არსებულ გზას 2+210 კმ-ზე. შემდეგი 700 მეტრიანი მონაკვეთი გადის სახლებს შორის და უერთდება არსებულ გზას დაახლოებით 2+950 კმ-ზე. ამ წერტილიდანაც მოცემული მონაკვეთის ბოლომდე ახალი გზა უმეტესწილად არსებულ გზას მიჰყვება. მიწის სამუშაოებისა და საყრდენი ნაგებობების (გაბიონის კედლები) მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, კონკრეტულ ადგილებში გამოყენებულია 45მ რადიუსის ჰორიზონტალური მრუდები. 3+265.65 კმ-ზე გზა აღწევს მოცემული მონაკვეთისთვის ყველაზე მაღალ წერტილს – 569.11 მეტრს ზღვის დონიდან. მონაკვეთი სრულდება მდ. ჯრუჭულას ხიდამდე 5+537.252 კმ-ზე. მონაკვეთის საერთო სიგრძე 5.537 მეტრია. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით (სიგრძე – 50 კმ) საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდება ხმაურის დონე და ასევე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების ხარისხი. გზის მონაკვეთის პროექტირების საფუძველს წარმოადგენს ქართული და ევროპული საპროექტო სტანდარტები საუკეთესო საინჟინრო გამოცდილების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მთლიან საპროექტო სასიცოცხლო ციკლს ოპტიმალური სამშენებლო და მოვლაშენახვის ხარჯებით, გზის და რელიეფის მდგომარეობის მნიშვნელობის გათვალისწინებით. ფუნქციონალური კლასიფიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს საპროექტო სიჩქარე, რომლითაც ავტომობილი უსაფრთხოდ მოძრაობს. აღნიშნული სიჩქარე განისაზღვრება გზის კლასის, სატრანსპორტო მოძრაობის სიხშირის და რელიეფის მიხედვით. საპროექტო მარშრუტი აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. მარშრუტი გადის რაჭის ქედზე, რაც მდინარეების კრიხულასა და ჯრუჭულას აუზების წყალგამყოფია. დღეის მდგომარეობით, საპროექტო მონაკვეთიდან (კმ0+000 – კმ 5+537) დარჩენილია 3.52 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ 5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და გაზრდის სოციალურ და ეკონომიკურ აქტივობას.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
ალექსანდრე აბრამიშვილის (პ/ნ: №38001023444), გივი აბრამიშვილის (პ/ნ: №38001008543), დავით აბრამიშვილის (პ/ნ: №38001041662) და მარინა აბრამიშვილის (პ/ნ: №38001028463) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.50.188) ნაწილის – 374 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) გამოსყიდვაზე;
ბარუსი აბრამიშვილის (პ/ნ:38001012719) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1050 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N35.04.47.315) ნაწილის – 393 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე;
ბარუსი აბრამიშვილის (პ/ნ: 38001012719), არსენი აბრამიშვილის (პ/ნ: 38001003315) და აზა აბრამიშვილის (პ/ნ: 38001031177) საკუთრებაში არსებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N35.04.47.250) ნაწილის – 1 074 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) გამოსყიდვაზე;
ზაქრო გლოველის (პ/ნ: №38001020040), დავითი გლოველის (პ/ნ: №38001009884) და თინათინ გლოველის (პ/ნ: 38001025977) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 614 კვ.მ (ს/კ №35.04.47.181) მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავების გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.50.188) მესაკუთრეები არიან: ალექსანდრე აბრამიშვილი (პ/ნ: №38001023444), გივი აბრამიშვილი (პ/ნ: №38001008543), დავით აბრამიშვილი (პ/ნ: №38001041662) და მარინა აბრამიშვილი (პ/ნ: №38001028463).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ალექსანდრე აბრამიშვილის, გივი აბრამიშვილის, დავით აბრამიშვილის და მარინა აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.50.188) ნაწილი – 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ღობე).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1050 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.47.315) მესაკუთრეა ბარუსი აბრამიშვილი (პ/ნ: 38001012719).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბარუსი აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1050 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.47.315) ნაწილი - 393 კვ. მ მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 35.04.47.250) მესაკუთრეეები არიან: ბარუსი აბრამიშვილი (პ/ნ: 38001012719), არსენი აბრამიშვილი (პ/ნ: 38001003315) და აზა აბრამიშვილი (პ/ნ: 38001031177).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბარუსი აბრამიშვილის, არსენი აბრამიშვილის და აზა აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 35.04.47.250) ნაწილი – 1 074 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ღობე).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან: ზაქრო გლოველი (პ/ნ: №38001020040), დავითი გლოველი (პ/ნ: №38001009884) და თინათინ გლოველი (პ/ნ: №38001025977).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზაქრო გლოველის, დავითი გლოველის და თინათინ გლოველის საკუთრებაში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 614 კვ.მ (ს/კ №35.04.47.181) მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის №1 ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1. ალექსანდრე აბრამიშვილის (პ/ნ:38001023444), გივი აბრამიშვილის (პ/ნ: №38001008543), დავით აბრამიშვილის (პ/ნ: №38001041662) და მარინა აბრამიშვილის (პ/ნ: №38001028463) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №35.04.50.188) ნაწილზე – 374 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე).
1.2. ბარუსი აბრამიშვილის (პ/ნ: 38001012719) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1050 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N35.04.47.315) ნაწილზე – 393 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
1.3. ბარუსი აბრამიშვილის (პ/ნ: 38001012719), არსენი აბრამიშვილის (პ/ნ: 38001003315) და აზა აბრამიშვილის (პ/ნ: 38001031177) საკუთრებაში არსებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარეკში მდებარე 1 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კN35.04.47.250) ნაწილზე – 1 074 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე).
1.4. ზაქრო გლოველის (პ/ნ: №38001020040), დავითი გლოველის (პ/ნ: №38001009884) და თინათინ გლოველის (პ/ნ:38001025977) საკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 614 კვ.მ (ს/კ№35.04.47.181) მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).