დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 18/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 29/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.14.011.006.267 |
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.220.020.14.011.006.267
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №28
2003 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის” დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი პერიოდიდან გამომდინარე და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. „პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში (სსმ III, 06.05.03, №40 მუხლი №352) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 აპრილიდან.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 30 ნოემბრიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები