დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 20/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016666 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/02/2023 - 16/01/2026)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 767 მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა |
იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც კენჭისყრის დღეს არ იქნება განთავსებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი, ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით და ვადაში. |
მუხლი 2.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ადგილი |
1. იმ საარჩევნო უბნის ნამდვილი და ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება გამოყენებული ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატი, საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულების მიზნით, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, დალუქულ მდგომარეობაში განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წინასწარ შერჩეულ შენობაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები/თანამშრომლები. 3. საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენები განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. |
მუხლი 3.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი/პირები |
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მიზნით დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში განთავსებას და საარჩევნო ბიულეტენების კვლავ შეფუთვას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი/თანამშრომლები. |
მუხლი 4.
საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებისა და განთავსების ვადა |
1. საარჩევნო ბიულეტენები ციფრულ ფორმატში გადაყვანილი უნდა იქნეს და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ყველა ვერსია ინტერნეტსივრცეში უნდა განთავსდეს საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში.
2. ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები ინტერნეტსივრცეში განთავსდება შესაბამის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში. |
მუხლი 5.
ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გაცნობა |
ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გაცნობა და ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები