საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2626-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020832
2626-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
200000000.05.001.020832
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე ნაწილი:

„55. საბანკო დაწესებულება − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიკრობანკი.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე განთავსება;“.

3. 231 მუხლის:

ა) მე-12 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან ან საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს.“;

ბ) მე-14 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებში, საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში.“.

4. 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება.“.

5. 66-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დროს მინიჭებული ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო, მათ შორის, საბაჟო, ვალდებულებების დეკლარირებისას და გადასახადის საბანკო დაწესებულებაში გადახდისას. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მათი საგადასახადო დეკლარაციების, საბაჟო დეკლარაციების/რეექსპორტის დეკლარაციების ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების მონაცემების საფუძველზე.“.

6. 70-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) 32−35 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

33. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

34. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

35. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

7. 71-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები არ განახორციელოს. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებას წარუდგინა);“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (საბანკო დაწესებულების მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება საბანკო დაწესებულების სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოსთვის ჩაბარებით, მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიჩნევა დამოწმებულად. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას უფლება აქვს, ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები განახორციელოს. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ კორესპონდენციის მიღება.“.

8. 982 მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისთვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;“;

ბ) „ზ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

1) პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

თ) საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და პარტნიორის მიერ მესამე პირისგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას.“.

9. 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა;“.

10. 138-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.“.

11. 139-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.“.

12. 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბანკო დაწესებულების, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

13. 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ − საგადასახადო დავალიანების მოთხოვნა. ამ ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით საგადასახადო დავალიანება სრულად არ იფარება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული.“.

14. 241-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

15. 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

16. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;“.

17. 272-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყებიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმის დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.“.

18. 283-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბანკო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობისას საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15 პროცენტის ოდენობით ყოველი დაგვიანებული დღისთვის, რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო/საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას.“;

გ) მე-3−4ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა იმ დოკუმენტის წარდგენის გარეშე, რომლითაც დასტურდება გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისთვის სხვა ანგარიშის გახსნა –

იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე განხორციელებული გასავლის ოპერაციების თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

4. საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ საბანკო დაწესებულებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, –

იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.

41. საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა −

იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის დავალების შესაბამისად გადაერიცხა სხვა პირს, მაგრამ არაუმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა.

8. პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, იგი ვალდებულია საბანკო დაწესებულების ამ მოქმედების შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს საბანკო დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.“.

19. 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, აგრეთვე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან საბანკო დაწესებულების მიერ, აგრეთვე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლირებული სატრანსპორტო საშუალებით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2626-XIმს-Xმპ