ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300390000.22.024.016784
1-1/54
16/02/2023
ვებგვერდი, 17/02/2023
300390000.22.024.016784
ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/54

2023 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ნიმუშის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების, ანგარიშსწორების წესებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების  ნიმუში“ (შემდგომში ხელშეკრულების ნიმუში).

2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები განისაზღვრება ამ ბრძანებას თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად.

3. ბრძანების თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მინიმალური სტანდარტული პირობები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის არსებული საჭიროებების, აგრეთვე, ენერგომომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, დასაშვებია თანდართული ხელშეკრულების ნიმუშით დადგენილი პირობები შეიცვალოს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად ან/და ამ პირობებთან ერთად განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი დამატებითი დებულებები.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი