„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2609-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.020834
2609-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
260000000.05.001.020834
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„ყ.ბ1) მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა) შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ სდპ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სდპ-ად არ ითვლება, თუ ეს სუბიექტი აკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი სდპ-ად ითვლება მისთვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებიდან სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2609-XIმს-Xმპ