დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2622-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020828 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 286-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.“. 2. 289-ე მუხლის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.“. 3. 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.“. 4. 8821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8821. ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სხვა ბანკში გადატანის უფლება ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხვა ბანკში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2622-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები