დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.023900 |
67
16/02/2023
ვებგვერდი, 17/02/2023
480140000.10.003.023900
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2023 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები