დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2608-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020819 |
|
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ღ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ.გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას;“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში/მიკრობანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 22 თებერვალი 2023 წ. N2608-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები