დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი სააერჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 26/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.261 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.261
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №61/2003
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 29 დეკემბრისა.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
დ. ქიტოშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები