დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 14/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016051 |
|
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები; საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები; ა.ბ) ვალდებულებით-სამართლებრივი დავები; უდავო წარმოების საქმეები; ა.გ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს); სამეწარმეო-სამართლებრივი დავები (მათ შორის – იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული საქმეები და გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოება);გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები.“. |
მუხლი 2.
|
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე არსებული სპეციალიზაციების მიხედვით უკვე განაწილებულ საქმეებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები