დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 002 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 17/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016015 |
|
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2022 წლის 26 დეკემბრის №25 სხდომის ოქმის სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
|
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ს) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის იდენტიფიცირების მიზნით, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პირველ რიგში, შესაბამის ველებში შეიყვანოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად მოთხოვნილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი) და ამ სისტემაში წარმატებით იდენტიფიცირების შემთხვევაში მის სარეგისტრაციო გვერდზე ავტომატურად შეივსება დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი, დამსაქმებლის სახელი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. აღნიშნული ავთენტიფიკაციის პროცესის წარმატებულად გავლის შემდეგ, დამატებით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შემდგომში შესასვლელად დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი; ბ) მის მიერ შერჩეული პაროლი; გ) მობილური ტელეფონის ნომერი; დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი.“. 3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს ვებგვერდიდან შესაბამის ბმულზე, მიუთითოს მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი, შეცვალოს დროებითი პაროლი ახალი პაროლით. რეგისტრაციის გავლისას დასაქმებული ასევე ვალდებულია მიუთითოს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლისას, თვითდასაქმებულის იდენტიფიცირების მიზნით, თვითდასაქმებული ვალდებულია, პირველ რიგში, შესაბამის ველებში შეიყვანოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად მოთხოვნილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი). ამ სისტემაში წარმატებით იდენტიფიცირების შემთხვევაში მის სარეგისტრაციო გვერდზე ავტომატურად შეივსება თვითდასაქმებულის საიდენტიფიკაციო კოდი, თვითდასაქმებულის სახელი და თვითდასაქმებულის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. აღნიშნული ავთენტიფიკაციის პროცესის წარმატებულად გავლის შემდეგ, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში მომავალში შესასვლელად, თვითდასაქმებული ვალდებულია დამატებით წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი; ბ) მის მიერ შერჩეული პაროლი; გ) მობილური ტელეფონის ნომერი; დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი.“. 5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ავტორიზაციის პარამეტრების განახლება 1. მონაწილე, პენსიის მიმღები პირი, ან/და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული პირი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (შემდგომში – განმცხადებელი), უფლებამოსილია დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის/ავტორიზაციისათვის, მათ შორის რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების მიზნით, მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო სააგენტოს მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლის მეშვეობით საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებულ უნდა იქნას სანოტარო წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს შესაბამისი მონაწილის, პენსიის მიმღები პირის, ან/და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული პირის პირად ნომერს და დაბადების წელს. 5. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს შესაბამისი პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს განმცხადებელს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს აქვს დასაქმებულის საპენსიო გვერდი, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შემდეგი სახის განცხადების გენერირებას: ა) დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძელზე გავლილი არ აქვს რეგისტრაცია; ან ბ) დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის საჭირო პაროლის აღდგენის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გავლილი აქვს რეგისტრაცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილის შესაბამისად, შესაბამისი განცხადების გენერირების შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი ამობეჭდვას განცხადებას და გადაცემს განმცხადებელს, გაცნობის და ხელმოწერის მიზნით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს არ აქვს დასაქმებულის საპენსიო გვერდი, ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას დაგენერირდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათალისწინებული შესაბამისი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) განცხადების ნომერი და თარიღი; გ) განმცხადებლის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივი მისამართი; დ) განმცხადებლის შესაბამისი მოთხოვნა, რომელშიც ასევე მითითებულ უნდა იქნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს დროებითი პაროლ(ებ)ის ან ვერიფიკაციის ბმულის გადაგზავნა, შემდგომში დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომის/ავტორიზაციის მიზნისათვის; ე) განმცხადებლის ხელმოწერის გრაფა; ვ) წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში განცხადებაში ასევე მიეთითება, მონაწილის, პენსიის მიმღები პირის ან/და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. 10. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის განცხადებას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით, შესაბამისი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის შეტყობინებას, რომელიც გაიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კერძოდ: ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დროებითი პაროლ(ებ)ი და My.pensions.ge-ზე რეგისტრაციის ფორმის ბმული, რომლიც, თავის მხრივ, მოიცავს თანმიმდევრულ მითითებებს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ვერიფიკაციის ბმული.“. 6. მე-13 მუხლის მე-18 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს და განუსაზღვროს 5 (ხუთი) სამუშაო დღიანი ვადა დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში დამატებით განახორციელებს შედარებას ბაზებთან. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით მოთხოვნილი თანხა სააგენტოს მიერ გადაირიცხება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, სააგენტოს მიერ შესაბამისობის დადგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სააგენტოს უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“. 7. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი: „მუხლი 15. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, წარმომადგენლის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით. 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების მიუხედავად, პირს უნარჩუნდება დასაქმებულის საპენსიო გვერდი.“. |
მუხლი 2.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები