დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120110000.22.026.017053 |
|
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81 1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური, სარდალი, უფროსი, რექტორი, დირექტორი) თანხმობით, უფლება აქვს ატაროს სამხედრო ფორმის მუქი მწვანე ფერის თბილი ქურთუკი, შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის განლაგების წესის დაცვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუქი მწვანე ფერის თბილი ქურთუკის ტარება დასაშვებია ყოველდღიური და საველე სამხედრო ფორმის ტანსაცმელზე.“. 3. №1 დანართის პლანშეტი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პლანშეტი №6 „მუქი მწვანე ფერის თბილ ქურთუკზე“ განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის განლაგების წესი 1. ნიმუში:
თბილი ქურთუკი
2. აღწერილობა: ა) სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი წარწერა (სიგრძე არანაკლებ 135მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით; ბ) სახელმწიფო დროშა (70X45 მმ) მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით; გ) სამხედრო წოდების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა მხარეს, სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი წარწერის ზევით, 5 მმ-ის დაშორებით; დ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით; ე) უშუალო ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება მარცხენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები