დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017048 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) სამოქალაქო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობა;“; ბ) მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) სამოქალაქო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობა;“. 3. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის სისტემების მართვა, მათი მიბმა ტაქტიკური დონის სისტემებთან და ამ სისტემების მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი;“; ა.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) სამინისტროს სატელეფონო ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;“; ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) კავშირგაბმულობის სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობის მიმართულებით უსაფრთხოების ზომების გატარება და ანალიზი;“; ბ) მე-4 პუნქტის : ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სამინისტროს სატელეფონო ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება დისლოცირებად პირობებში;“; ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობის მიმართულებით უსაფრთხოების ზომების გატარება და ანალიზი.“; გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) კავშირგაბმულობის სისტემების მოქმედებებთან დაკავშირებული საინჟინრო და ტექნიკური მითითებების შესრულება;“; დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 20 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები