„სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.017049
9
14/02/2023
ვებგვერდი, 15/02/2023
120260000.22.026.017049
„სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №9

2023 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 ივლისის №55 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120260000.22.026.016797) დამტკიცებულ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურა და მისი გამოყენების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული გვარდია საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან კოორდინაციით განსაზღვრავს:

ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურს, რომელიც ახორციელებს სამხედრო აღრიცხვას;

ბ) ელექტრონული მართვის სისტემის წვდომაზე უფლებამოსილების მქონე სამინისტროს  სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო:

ა) ახორციელებს ელექტრონული მართვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებას;

ბ) უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის წვდომას ელექტრონული მართვის სისტემაზე;

გ) ახორციელებს ელექტრონული მართვის სისტემის ჯგუფის სწავლებას;

დ) შეიმუშავებს ელექტრონული მართვის სისტემასთან მუშაობის ინსტრუქციას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 20 მარტიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე