„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016764
2-63
16/02/2023
ვებგვერდი, 17/02/2023
340170000.22.023.016764
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-63

2023 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 27 დეკემბრის №2434-IXმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/02/2016, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016201) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. წევრთა რეესტრი

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) წარმოადგენს ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მონაცემების ერთიანი აღრიცხვის მიზნით შექმნილ მეპაიეთა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა მონაცემების ბაზას.

2. რეესტრი შედგება ორი ნაწილისგან: მეპაიეთა რეესტრი და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა რეესტრი.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეესტრის გადაცემას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეესტრს აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომ – კოოპერატივი) და მოიცავს ინფორმაციას როგორც მეპაიეთა, ასევე ასოცირებულ/ინვესტორ წევრებთან დაკავშირებით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეესტრში მეპაიესა და ასოცირებული/ინვესტორი წევრის შესახებ ინფორმაცია შეიტანება (დანართი №1) თანდართული ფორმის მიხედვით.“;

 ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-2 პუნქტის „ვ“- „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შენატანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 4) - მესამე გრაფაში მითითებული პაის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაის ხელმოწერით;

ზ) დამატებითი შენატანის სახე (ლარი) (გრაფა 5);

თ) შეტანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 6) – მეხუთე გრაფაში მითითებული დამატებითი შენატანის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაიის ხელმოწერით;

ი) რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი (გრაფა 7) - კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი.“;

დ) მე-3 პუნქტის „ა“- „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ასოცირებული/ინვესტორი წევრის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის რაოდენობა (გრაფა 1) - კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე საერთო კრების მიერ განსაზღვრული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის რაოდენობა ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;

გ) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახე: ფული (ლარი) (გრაფა 2) - ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში განხორციელებული, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფულადი შენატანი;

დ) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახე: ქონება. დასახელება/ღირებულება (ლარი) (გრაფა 3) - ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში შეტანილი ქონების სახე და მისი ფულად ერთეულში გამოხატული (ლარი) ღირებულება;

ე) შენატანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 4) - მეორე ან/და მესამე გრაფაში მითითებული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება ასოცირებული/ინვესტორი წევრის ხელმოწერით;“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია