„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018269
14/ნ
22/02/2023
ვებგვერდი, 23/02/2023
040030000.22.022.018269
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №14/ნ

2023 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №89/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/10/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018089) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის განხორციელება, პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;";

გ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი)  პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის მხარდაჭერა;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"გ) პროფესიული განათლების პოლიტიკის განხორციელების, პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;";

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;".

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) პროფესიული განათლების პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი