დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 25/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.006.255 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.255
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1365
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1087) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „დაწესებულებაში” შეიცვალოს სიტყვით „დაწესებულებასთან” და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფები იქმნება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.”;
ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი იყოფა დაცვის განყოფილებად და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფად.”;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი მოსამსახურეები:
ა) დანაყოფის უფროსი;
ბ) დანაყოფის უფროსის მოადგილე;
გ) დაცვის განყოფილებაში:
გ.ა.) განყოფილების უფროსი;
გ.ბ.) ყარაულის უფროსი;
გ.გ.) ყარაულის უფროსის თანაშემწე;
გ.დ.) კავშირის, სიგნალიზაციის, ტექნიკური საშუალებებისა და კინოლოგიის სამსახურის უფროსი ინსპექტორი;
გ.ე.) სამსახურებრივი და საბრძოლო მომზადების უფროსი ინსპექტორი;
გ.ვ.) გუშაგი.
დ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი;
დ.ა.) უფროსი ინსპექტორი;
დ.ბ.) ინსპექტორი.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. წკრიალაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები