დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194/4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016714 |
|
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს მთავრობა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;
მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა; სურთ რა, გაამარტივონ ორივე ქვეყნის მოქალაქეთა თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან არაუმუტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა ნებისმიერ 180 (ას ოთხმოცი)-დღიან პერიოდში. მუხლი 2 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ დარჩენა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათ) დღეზე მეტი ვადით, წინასწარ უნდა მიიღონ შესაბამისი ვიზა. მუხლი 3 წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით. მუხლი 4 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 5 წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს თითოეული მხარის უფლებას, უარი განუცხადოს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა, მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და რომლებსაც ისინი არასასურველად მიიჩნევენ. მუხლი 6 1. მხარეებმა უნდა გაცვალონ თავიანთი მოქმედი (წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული) პასპორტების ნიმუშები დიპლომატიური არხების მეშვეობით, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. 2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების დეტალურ აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. მუხლი 7 1. თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. 2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების გაუქმების და ამგვარი ღონისძიების შემოღების შესახებ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ, წინასწარ უნდა აცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით. მუხლი 8 მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 9
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღეში. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ. 3. მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა. ასეთი სახის ცვლილებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლის დებულებების შესაბამისად. შესრულებულია 2019 წლის_____26 სექტემბერს ქ..ნიუ იორკში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები